საია: შსს-ს თანამშრომლები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ

საია: შსს-ს თანამშრომლები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ.

საია-ს ცნობით, ძალადობრივი მოქმედებები მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.

"რუსთაველის გამზირზე პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს აკავებს.

⭕ 29 დეკემბერს, დღის საათებში [14:14] შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც.

⭕ დაკავების პროცესს თან ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა.

⭕ ამგვარი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს", - წერს საია.

***

პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით აკავებს.

მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.