საია: რეპრესიული კანონების მიზანი მოქალაქეების დასჯა და დაშინებაა

საია: რეპრესიული კანონების მიზანი მოქალაქეების დასჯა და დაშინებაა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ოცნება პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონებითა და სასამართლოს მეშვეობით ცდილობს.

ამასთან, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაოთხმაგება და ჯარიმების ზრდის მიზანი მოქალაქეების დასჯა და დაშინებაა.

საია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ასობით ადამიანს უკვე შეეფარდა ჯარიმა და ადმინსტრაციული პატიმრობა, ათეულობით პირი კი, პატიმრობაშია და ელოდება სისხლის სამართლის წესით გასამართლებას.

"ქართული ოცნება რეპრესიული კანონებითა და სასამართლოს მეშვეობით ცდილობს, პროტესტი ჩაახშოს. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაოთხმაგება და ჯარიმების ზრდა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცვლილებების მიზანი მოქალაქეების დასჯა და დაშინებაა.

ასობით ადამიანს უკვე შეეფარდა ჯარიმა და ადმინსტრაციული პატიმრობა, ათეულობით პირი კი, პატიმრობაშია და ელოდება სისხლის სამართლის წესით გასამართლებას.

ეს ყველაფერი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არის ქცეული – კრიტიკული ხმა დასჯადია, სასამართლო კი, აქციის მონაწილების დასჯის ინსტრუმენტადაა ქცეული", - აღნიშნულია განცხადებაში.

საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2023 წლიდან დღემდე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დაკავება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

"2025 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება 1 600-ზე მეტ პირს შეეხო. სასამართლო მათ წინააღმდეგ, როგორც წესი, იყენებს ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ჯარიმას.

დეკემბერსა და თებერვალში კანონმდებლობაში დაჩქარებულ ვადებში შეტანილი ცვლილებების შედეგად:

გაოთხმაგდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა – 15 დღიდან 60 დღემდე.
– გაიზარდა ჯარიმების ოდენობა, რიგ შემთხვევაში – გაათმაგდა. ამ დროისთვის დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო რაოდენობა 600 000 ლარს აჭარბებს. სისხლის სამართლის საქმის ბრალდება წარედგინა 60–ზე მეტ პირს", - წერია განცხადებაში.