საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარესა და მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოცნების წევრების მხრიდან მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობის წახალისება პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად იქცა.
"საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი რეაგირება, დემონსტრანტების, ჟურნალისტების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების6 წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების პრაქტიკული უგულებელყოფა,7 კი ახალისებს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას"- ნათქვამია განცხადებაში.
საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს სწორი კვალიფიკაციით მიმდინარე ეფექტიანი გამოძიება; საქართველოს პროკურატურას, სისხლის სამართლის საქმეზე განახორციელოს ქმედითი საპროცესო ზედამხედველობა და დანაშაულის ჩამდენ პირთა სისხლისსამართლებრივი დევნა.
გვიან ღამით გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო შერატონში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორნდენ. სასტუმროში ასევე იმყოფებოდა მედიაექსპერტი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც, რომელიც ჰყვება, რომ თავდამსხმელები მასაც ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გიორგი მანველიძემ კი ქილა ესროლა.
ზვიად ქორიძის თქმით, თავს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიტო სამხარაძე სხვა პირებთან ერთად დაესხათ.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.