საია: მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

საია: მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

მზია ამაღლობელის მდგომარეობა გართულდა. დღეს, რეჟიმის პატიმარს ადვოკატთან შესახვედრად საკნიდან მოკლე დისტანციის გავლა გაუჭირდა.

უკვე 19 დღე შესრულდა, რაც ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ამ ფონზე პენიტენციური სამსახური ამ დრომდე არ აწვდის სამედიცინო დოკუმენტაციას უკანონონ პატიმრის ადვოკატებს. თითქმის არ დარჩენილა დემოკრატიული ქვეყანა და ორგანიზაცია, რომელიც შეშფოთებას არ გამოთქვამს მზიას მდგომარეობაზე და არ ითხოვს მის გათავისუფლებას.

ოცნების რეჟიმი კი კრიტიკული ჟურნალისტის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას არ წყვეტს და მისგან მონანიებას ითხოვს, როცა თვითონ არც დემონსტრანტების და დასახიჩრებისთვის დაუსჯია ვინმე და ხშირად თავისი გუნდის წევრების ძალადობასაც ტაშ უკრავს.