საია აქციებთან დაკავშირებულ სსკ-ის საქმეების წინასასამართლო სხდომებს აფასებს

საია აქციებთან დაკავშირებულ სსკ-ის საქმეების წინასასამართლო სხდომებს აფასებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ამ ეტაპისთვის აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა საერთო რაოდენობა 64-ია, მათ შორის, რუსულ კანონთან დაკავშირებული პროტესტის დროს - 2024 წლის გაზაფხულზე, დაკავებული პირების ჩათვლით.

საია ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნავს წინასასამართლო სხდომებზე დაკვირვების შედეგად გამოკვეთილ პრობლემებს, კერძოდ:

მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი, საჯაროობის პრინციპის უგულებელყოფა და სხვა.

"მართალია, რომ სხვადასხვა მოსამართლეს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული სამართლებრივი შეხედულებები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, თუმცა ცალსახაა, რომ აქტივისტების საქმეებზე მოსამართლეების გადაწყვეტილებები ყოველთვის აქტივისტების წინააღმდეგაა მიმართული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ საქმეებში პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივები იკვეთება

სასამართლომ ჯამში 40 ბრალდებულიდან ვერც ერთის მიმართ ვერ დაინახა პატიმრობის გაუქმებისა ან/და მათთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების რისკები.

სისხლის სამართლის საქმეებზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის ინიციატივაა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგანგაშოდ აფასებს ყოველგვარ მცდელობას შეიზღუდოს საჯაროობა სისხლის სამართლის სხდომებზე, ამასთან, ხაზს ვუსვამთ, რომ ამ ეტაპისთვის ისედაც პრობლემურია ინტერნეტ-მედიების მიერ სასამართლო სხდომების გაშუქება, რაც „საინფორმაციო ქსელების ცენტრს“ საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, სადაც მის ინტერესებს საია წარმოადგენს",- ნათქვამია განცხადებაში.