საია: ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ რჩება მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში

საია: ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ რჩება მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი კლინიკიდან უკვე გაწერილია, მაგრამ ამ დრომდე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილი არ არის.

საია-ს ცნობით, ამ დრომდე ადვოკატებისთვის მზია ამაღლობელის კლინიკაში დატოვების მიზეზი უცნობია.

"მზია ამაღლობელი ამ დრომდე არ არის გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში და კვლავ კლინიკაში რჩება. გუშინ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან ოფიციალურად უკვე გაწერილია კლინიკიდან.

ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ და რის საფუძველზე რჩება მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა.

დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვს თავად მზიაც", - წერია განცხადებაში.