საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, პარტნიორებმა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარი გამოყვეს

საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, პარტნიორებმა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარი გამოყვეს

NATO-ს 75 წლის იუბილესთან გამართულ სამიტზე 5 ქვეყნის ლიდერებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინას მომდევნო წლის განმავლობაში ჯამში 1 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემა და აღჭურვილობა გადაეცემა.

მოცემულ შეთანხმებას ხელს აშშ-ის, ნიდერლანდების, გერმანიის, იტალიის, რუმინეთისა და უკრაინის ლიდერები აწერენ ხელს.

კერძოდ, განცხადების მიხედვით, უკრაინას აშშ-ს, გერმანიისა და რუმინეთის მიერ გადაეცემა პატრიოტის სისტემისთვის საჭირო ბატარეები, რომლებიც აღნიშნული სისტემის ფუნქციონირებას გაახანგრძლივებს.

ასევე უახლებს თვეებში უკრაინას მიეწოდება ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის ათობით სისტემა, რომელთა შორისაა NASAMS, HAWKs, IRIS T-SLM, IRIS T-SLS და Gepard სისტემები.

"უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან ერთად, ჩვენ მადლობელი ვართ 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციისა, რომელიც აგრძელებს უკრაინის უსაფრთხოების დახმარებას, ისევე როგორც "საჰაერო თავდაცვის ინიციატივას დაუყოვნებელი მოქმედების შესახებ" - რომლის ფარგლებშიც პარტნიორები დაჰპირდნენ 1 მილიარდ დოლარზე მეტ მხარდაჭერას. უკრაინის საჰაერო თავდაცვა. ასევე მადლობელი ვართ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების ინტეგრირებული კოალიციისა, რომელსაც გერმანია და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ . ჩვენ ასევე მივესალმებით NATO-ს მუშაობას მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას ალიანსთან თავსებადობის ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის არქიტექტურის შემუშავებაში. ჩვენი გზავნილი მოსკოვისა და მსოფლიოსადმი ნათელია: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ძლიერი და ურყევია", - წერია პარტნიორების განცხადებაში.