
საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ფარულავა პოსტიდან გაათავისუფლეს.
მისი ცნობით, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატიდან გაათავისუფლეს მისი ცოლიც.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თითქმის 24 წელი ვიმსახურე. ამ დროის განმავლობაში ბევრ ე.წ. რეორგანიზაციას მოვესწარი. სამწუხაროდ, მათი მიზანი ყოველთვის არ ყოფილა “ორგანიზაციის“ გაუმჯობესება ან გაძლიერება, მაგრამ ეს უკანასკნელი “რეორგანიზაცია“ მაინც გამოირჩეოდა.
გამოირჩეოდა იმით, რომ პირველად მოხდა როცა “რეოგანიზაციის“ ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სამინისტროს თანამშრომლებს შორის კოლეგილაური ურთიერთობის მოსპობა და არა ჯანსაღი კონკურენციის დანერგვა იყო (ეს მიზანი მიღწეულია).
უკანასკნელი “რეორგანიზაცია“ ასევე გამოირჩეოდა იმით, რომ წლების განმავლობაში შექმნილი და ჩამოყალიბებული ინტიტუციური მეხსიერების განგრძობადობის პრინციპის მოშლა იყო მისი ასევე მნიშვნეოვანი მიზანი. სამინისტროში სამუშაოდ დარჩენილი დიპლომატების სრული უმრავლესობა ისეთ პოზიციებზე გადაინიშნა, რომ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსტიტუციური მეხსიერება ყველა დონეზე წაშლილია, სუფთა ფურცლიდან ვიწყებთ პირველი ივლისიდან (აქაც მიზანი მიღწეულია).
ასევე, კიდევ ერთი საინტერესო თავისებურება ახასიათებდა ამ უკანასკენელ პროცესესს - გაუქმებისა და შემცირების ძირითადი სამიზნეები აღმოჩნდნენ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უწყებათაშორის კოორდინაციაზე მომუშავე ქვედანაყოფები. ანუ, გაუქმდა ის ქვედანაყოფები, რომლებიც ახორცილებდნენ უწყებათაშორისი და სექტორალური რეფორმების პროცესის კოორდინაციას და ამ პროცესების ბრიუსელისთვის წარდგენას, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი, არავინ ამ პროცესების გაგრძელებას არ აპირებს. შესაბამისად, მისტიური 2028 წელი როცა დადგება, ჩვენ უფრო უკან ვიქნებით, ვიდრე “გუშინ“ ვიყავით.
ორიოდ სიტყვას ვიტყვი ადამინაებზეც, რომლებიც ამ პროცესის სამიზნეები აღმოჩნდენ. ყველაზე ნეგატიური პროცესიც კი შეიძლება ისე იმართოს, რომ ადამინაებისთვის იყოს ნაკლებად მტკივნეული. სწორედ საპირისპიროდ წარიმართა ყველაფერი საგარეო საქმეთა სამინისტროში. “რეორგანიზაციის“ კიდევ ერთი გვერდითი ეფექტი იყო თანამშრომლების მაქსიმალური დამცირება. ბევრისთვის ეს გამოიხატა თანამდებობრივად დაქვეითებაში, ხოლო კიდევ უფრო ბევრისთვის ეს გამოიხატა სრულიად უღირს დამოკიდებულებაში. მთელი თვის განმავლობაში, “რეორგანიზაციის“ დაწყებიდან, არ მომხადარა არც ერთი კომუნიკაცია თანამშრომლებთან. არავითარი ახსნა თუ რა პროცესი მიმდინარეობს ან ვის რა ბედი ელის. კულმინაცაი კი იყო კვირის ბოლოს, შაბათ ღამით და კვირას განთავისუფლების ბრძანებების კონვეირული წესით გამოცემა. არადამიანური - არის ალბათ ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად ახასიათებს ამ ყველაფერს.
და ბოლოს, მეამაყება, რომ ეს პროცესი მეც სრულად შემეხო. დიპლომატიურ სამსახურში გატარებული 24 წლის თავზე, პირველ ივლისს ისე გამანთავისუფლეს რომ თავიც კი არავინ შეიწუხა ფორმალურად მაინც ორიოდ სიტყვა ეთქვა, რამე განემარტა. საქმის გადაბარების არავითარი პროცესი არავის არ წამოუწყია, დეპარტამენტი სრული შემადგენლობით ისე გამოგვიშვეს, რომ არავის უკითხავს - რამე გასაკეთებელი ხომ არ რჩებაო?
კიდევ ერთი პირად თემაზე - იმავე კვირის ბოლოს, 5 ივლისს ჩემს ცოლს მოუვიდა ბრძანება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის აპარატიდან განთავისუფლების შესახებ", - წერს ფარულავა.