კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ, 19 აგვისტოს თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება.
მათი ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება თბილისის შემდეგ ქუჩებს:
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), რამაზ ჩხიკვაძის, ლიზიკო ქავთარაძის, ბაზალეთის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, უნივერსიტეტის, პეტრე ქავთარაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, პეტრიწის, თოფურიძე ვალენტინის, მუხრან მაჭავარიანის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ) და ნოე რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.