საჩხერეში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – ქალი გარდაიცვალა

საჩხერეში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – ქალი გარდაიცვალა

საჩხერეში, სოფელ კორბოულში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

ავტომობილის მძღოლი დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.