სათამაშო იარაღი - როგორც ნივთიერი მტკიცებულება. ცნობილი ბლოგერი და რუსული კანონის მოწინააღმდეგე წუხელ სახლიდან აიყვანეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა ჩხრეკისას ამოღებული მტკიცებულებების კადრები, მათ შორის უმეტესობა სპორტული საბრძოლო თამაშის იარაღია.
ასევე, ოფიციალურად რეგისტრირებული ორი იარაღი, რომელსაც კანონიერად ფლობდა. დაკავება კანონდარღვევით მოხდა, აბაშიძესთან ჩხრეკისას არ შეუშვეს ადვოკატი, სამართალდამცველების მხრიდან კი ზეწოლა განხორციელდა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა აბაშიძის მეგობრის სახლში, საიდანაც მათ შორის ელექტრონული პიანინო ამოიღეს.