საბაჟო-გამშვებ პუნქტ კარწახში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტ კარწახში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტ კარწახში ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტში "კარწახი" ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი და 152 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს", - წერს უწყება.

საგამოძიებოს ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.