საბა სხვიტარიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს - ის კვლავ პატიმრობაში დატოვეს

საბა სხვიტარიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს - ის კვლავ პატიმრობაში დატოვეს

სინდისის პატიმარს, საბა სხვიტარიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს.

აქამდე ბრალდება მას 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, ახლა კი ბრალდება 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

პროცესზე დამსწრე ჟურნალისტების ცნობით, პროკურორმა პროცესზე თქვა, რომ სხვიტარიძეს, შესაძლოა, არ სცოდნოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო.

მუხლის გადაკვალიფიცირების გამო დაცვის მხარემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ არ დააკმაყოფილა და სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა.