საგზაო მოძრაობის ახალმა, დროებითმა წესებმა დიდუბეში ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. წერეთლის სკანდალურ რეაბილიტაციას მომიჯნავე ქუჩების სრული პარალიზება დაემატა. დღეს მძღოლები ავტომანქანებს ქუჩაში ტოვებდნენ და გზას ქვეითად განაგრძობდნენ. გადაადგილება უპრობლემო არც ქვეითებისთვის არის. წერეთლის რეაბილიტაცია მოსახლეობისთვის უდიდეს პრობლემად იქცა.