სააპელაციმ მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 8-თვიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა

სააპელაციმ მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 8-თვიანი თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პატიმრობაში დატოვა.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, სასამართლომ არ გადაუხვია ივანიშვილის „მოთხოვნას“ და არ დაკითხა მთავარი მოწმეები.

ხაზარაძე მსჯავრდებულია სსკ-ის 349-ე მუხლით, რაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება. მისი დაცვის მხარე გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.