
საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ 4 წლისა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ აღნიშნულ განაჩენს დაუმატა საქალაქო სასამართლოს 12 მარტს მიღებული გადაწყვეტილება და ჯამში, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით.
გადაწყვეტილება მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო. მან შეკრებითობის პრინციპი გამოიყენა.
2021 წლის პირველ ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა. მას ბრალი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.
12 მარტს ე.წ პიჯაკების საქმეზე ე.წ პიჯაკების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიესაჯა.