
მინდა გამოვეხმაურო ჯალათს, კანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა უსამართლობის კომბინატმა და პრაქტიკულად, მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოიპოვა. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც აქამდე ჩემ მიმართ იჩენდა სოლიდარობას და მხარდაჭერას და ახლა განსაკუთრებით, მათ შორის, როგორც მომხრეები, ასევე პოლიტიკური ოპონენტებიც კი გამოხატავენ სოლიდარობას. თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის.
ვისაც კიდევ სჯერა, რომ მე სამუდამო პატიმრობით და განადგურებით მსჯიან იმისათვის, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის დღესასწაულზე რამდენიმე ცხვარი გავაგზავნე, სამი პიჯაკის და ჰალსტუხის, ერთი პალტოს ყიდვისთვის, ან საზღვრის გადაკვეთისთვის, როცა არც ერთი სხვა საშუალება საქართველოში ლეგალურად შემოსვლის არ დამიტოვეს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს მე ვერაფერს ვერ ავუხსნი, მაგრამ მე მგონი ასეთი მსოფლიოში არავინ აღარ არის.
თქვა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. ის დღეს საზღვრის კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ შეკრებითობის პრინციპი გამოყენა და ჯამში 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.