დიდი მადლობა ევროპარლამენტს მორიგი რეზოლუციისთვის, რომელიც ითხოვს ჩემს გათავისუფლებას.ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ყოველთვის იჭერს სიმართლის პოზიციას. ეს არა მხოლოდ ჩემს მიმართ მხარდაჭერის, არამედ საქართველოშიც და უკრაინაშიც, ჩემი მილიონობით მომხრისათვის მხარდაჭერის გამოხატვაა.ამავე დროს, ასობით ათასი საქართველოში მცხოვრები მოქალაქე რიგებში დგას მთელს ქვეყანაში, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ხელმოსაწერად და არასდროს დავიღლები, რომ მათ ვუთხრა მთელი გულით მადლობა. მათი ხმა ევროპარლამენტარებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია!
წერს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებით, მისი მოთხოვნით, საქართველოს მხარდასაჭერად რეზოლუციაში ორი ცვლილება შეიტანეს, ერთ-ერთი კი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება.