26 ოქტომბერს ჩვენ ვაძლევთ ხმას ჩვენს იმედს, 26 ოქტომბერს ჩვენ ვაძლევთ ხმას იმას, რომ იმედი დაუბრუნდება საქართველოს და თითოეულ ქართულ ოჯახს და იმას, რომ ჩვენ ყველანი ერთად რაღაც ახალ დიდს და განსაკუთრებულს ვქმნით, როგორც ეს განცდა იყო მანამდე. დიდი საქართველოს პროექტი, განსაკუთრებული საქართველოს პროექტი, მბრწყინავი საქართველოს პროექტი, რომელსაც მთელი მსოფლიო შენატრის. ასეთი იყო საქართველო - მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი და ეს ასე დაბრუნდება.
თქვა სასამართლო პროცესზე სიტყვით მიმართვისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.