რუსული რეჟიმის ხელწერაა აგრესიული კამპანია. როდესაც ხალხს ვერ სთავაზობ მომავლის პერსპექტივას, კამპანიის საწარმოებლად გრჩება მხოლოდ სიძულვილის ენა. ასეთია რუსული რეჟიმის ბუნება. ძალაუფლების ხელიდან არ გაშვების შიშით შეპყრობილები მიდიან ყველაფერზე.დღეს სახლიდან გასულ ჩემს მცირეწლოვან ქალიშვილს, პირდაპირ სახლთან დახვდა დაკიდებული "ცნობილი" ბანერი და შეშინებულმა ჰკითხა დედამისს - ეს მამიკოა?ეს არის არასრულწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიური ტერორი.ჩემს გარდა, ბანერზე გამოფენილ პოლიტიკურ ლიდერებსაც ჰყავთ შვილები და წარმომიდგენია, რას განიცდიან მათი შვილები, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ან სულაც საცხოვრებელ სახლებთან ხედავენ საფრთხობელებად გამოყვანილ მათ მშობლებს.26 ოქტომბერს ეს სიმახინჯე უნდა დავასრულოთ. ერთად უნდა ვიფიქროთ ჩვენი და მათი შვილების გადარჩენისთვის.
წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.