გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღის მეორე ნახევარში რამდენიმე რეგიონში წვიმა, ზოგან ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
მათი ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
"18 ივნისს, დღის მეორე ნახევარში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - წერს სააგენტო.