სააგენტო: იმედის კლინიკაში 2 მცირეწლოვანს ოპერაცია სამინისტროს ნებართვის გარეშე ჩაუტარდა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით, იმედის კლინიკაში უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, სააგენტოში ამბობენ, რომ იმედის კლინიკაში 2 მცირეწლოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა.

რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ იმედის კლინიკას ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა სააგენტომ დაწესებულებაში არსებული დარღვევა- ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა.

"მიუხედავად ამისა, დაწესებულებაში არსებული დარღვევა- ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა", - აცხადებენ სააგენტოში.

უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო იმედის კლინიკა 20 000 ლარით დაჯარიმდა.