
წუხელ თბილისში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა.
არსებული ცნობით, აფეთქდა 2 კომერციული ფართი და 1 საცხოვრებელი ბინა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ადასტურებენ, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი.
ფორმულას შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) და 240-ე პრიმა ( ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა) მუხლებით მიმდინარეობს.