პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი გახსნა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი გახსნა

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა დღეს განაცხადა, რომ ბელარუსთან სასაზღვრო პუნქტები ხვალ ღამეს გაიხსნება.

ცნობისთვის, რუსეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამხედრო წვრთნების გამო პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი 12 სექტემბერს ჩაკეტა.

პოლონეთის შეშფოთება „ზაპადის“ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 9-10 სექტემბრის ღამეს მის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 21 რუსული დრონი შემოვიდა.

„ამ წვრთნების დასრულება ამცირებს - თუმცა არ შემიძლია ვთქვა, რომ აღმოფხვრის - სხვადასხვა საფრთხეებს, და პოლონელი გადამზიდავებისა და რკინიგზის ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ დავასკვენით, რომ ამ ზომამ თავისი მიზანი შეასრულა.

„თუ დაძაბულობა გაიზრდება, ჩვენ არ დავიხევთ უკან და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - განაცხადა ტუსკმა.