დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ნიკოპოლი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
"მორიგი დანაკარგი. მტერმა არტილერიით დაბომბა ნიკოპოლი, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა", - თქვა ლისაკმა.
ამასთან, დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ნიკოპოლს 7 ჭურვი ესროლეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.