ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
"ხერსონის ოლქში რუსული იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია. ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 101 თავდასხმა განახორციელა.
რუსებმა ქალაქ ხერსონში 30 ჭურვი ისროლეს. ოკუპანტები რეგიონის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელ ადგილებში შევიდნენ", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.