რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

"დღეს, დაახლოებით 6:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ხერსონი დაბომბეს.

ორმა მოქალაქემ - კაცმა და ქალმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.