უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კრასნოჰორივკა და ავდიივკა დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.
"გამთენიისას ქალაქი კრასნოჰორივკა ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. 152 მმ-იანი ჭურვიდან ერთ-ერთი კერძო სახლს მოხვდა, სადაც 84 წლის ქალი და 71 წლის კაცი ცხოვრობდნენ - ორივე მათგანი დაიღუპა.
დაშავდა 70 წლის ქალი. მას სხეულის დამწვრობა და ტვინის შერყევა აღენიშნება, ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და შენობები", - აცხადებს დონეცკის რეგიონული პროკურატურის პრესსამსახური.
მანამდე, რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა ავდიივკაზე განახორციელეს, სადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.