ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი ბარაბაშის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ავდიივკა დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.
"დღეს დილით, ავდიივკაზე სარაკეტო იერიშის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სარაკეტო იერიშის დროს მოქალაქეები რკინიგზის საავადმყოფოში მოწყობილ თავშესაფარში იმყოფებოდნენ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.
ეს წინასწარი მონაცემებია. სამწუხაროდ, შესაძლოა, მეტი მსხვერპლი იყოს", - თქვა ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინის ცნობით, დაღუპულია ორი კაცი და ორი ქალი. უკრაინის ოფიციალური პირები ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ითხოვენ.