
დღეს თურქეთში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსული და უკრაინული მხარეები 1000-1000 სამხედრო ტყვის გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ადასტურებს.
მისი თქმით, მოლაპარაკებებზე არაერთი მნიშვნელოვანი თემა იყო განხილული, როგორიცაა, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ჰუმანიტარული საკითხები და ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობა.
"დღის წესრიგი, რომელიც ჩვენს მასპინძელსა და პარტნიორებს გადაეცათ, იყო: პირველი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხილვა, მეორე - ჰუმანიტარული მიმართულება, გაცვლა და მესამე - [სახელმწიფო] ლიდერების დონეზე პოტენციური შეხვედრა. შედეგად, ჩვენ შევთანხმდით ათასი ათასზე გაცვლაზე. ჩვენ ვმუშაობთ გაცვლის სხვა მოდალობებზე", - თქვა უმეროვმა.