რუსული კანონის გამო რომ შედეგები იქნება, ეს უმაღლეს დონეზე უკვე ითქვა ვაშინგტონში. ახლა ნაბიჯების ჯერია. სახელმწიფო მდივანმა რუსულ კანონს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდან გადმოწერილი უწოდა. ბლინკენის განცხადებიდან ჩანს, რომ საპასუხოდ ამერიკა და ევროკავშირი შეთანხმებულად მოქმედებენ. სანქციების არ გვეშინია - იმეორებს ოლიგარქის გუნდი და ამასთან ამბობს, რომ თავს რუსული კანონით სწორედ ამერიკისგან იცავს.