რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავს დაესხნენ

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავს დაესხნენ

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს თავს დაესხნენ.

კადრებში ჩანს, რომ მას ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი უსწორდება. ჯგუფ დაიტოვეში აქციის ერთ-ერთი მონაწილე წერს, რომ თავდასხმამდე ღვინიანიძეს ტელეფონზე დაურეკეს, 15 წამის განმავლობაში ხმას არ იღებდნენ და დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მივიდნენ ზუსტ ლოკაციაზე.

ცოტა ხნის წინ საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანსაც.