რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში

რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში

გაიზიარებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის შესაჩერებლად მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ არგუმენტებს? - მოსამართლეებს დღეს სხდომათა დარბაზში კონკრეტული მაგალითები უჩვენეს, როგორ იყენებს ხელისუფლება კანონს -ოპონენტების სტიგმატიზაციისთვის და რა საფრთხის წინაშეა სამოქალაქო სექტორი. საკუთარი პოზიცია მოსამართლეებს გააცნეს პარლამენტის წარმომადგენლებმაც, მათ შორის არცერთი არ არის ნაცნობი სახე. საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ მომავალ კვირას გამოცხადდება.