თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსულ არმიაში მეთაურები ჯარისკაცებს დაუმორჩილებლობისთვის სიკვდილით სჯიან.
როგორც კირბიმ აღნიშნა, "მობილიზებულებს არ აქვთ საკმარისი გამოცდილება, ისინი რჩებიან მოუმზადებელნი და არასაკმარისად აღჭურვილნი".
"რუსეთი ავდიივკაში ტაქტიკური წარმატების მიღწევას ცდილობს და ამ ფონზე საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის უგულებელყოფას აგრძელებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ იერიშის მიტანისას ათასობით სამხედრო დაკარგეს, ზოგიერთი მათგანი მეთაურების ბრძანებით მოკლეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი მეთაურები ფაქტობრივად სიკვდილით სჯიან ჯარისკაცებს, რომლებიც ბრძანების შესრულებაზე უარს ამბობენ. ასევე ვფლობთ ინფორმაციას, რომ რუსი მეთაურები იმუქრებიან მთლიანი დანაყოფების სიკვდილით დასჯით, თუ ისინი შეეცდებიან უკან დახევას უკრაინული საარტილერიო ცეცხლის წინაშე", - თქვა კირბიმ.