![გორის საკრებულოს თავმჯდომარე: [რუსები გორში] მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ, მადლობა ღმერთს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/0c994c15-8b69-4983-b963-80cdbbc54896.jpg)
რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობისა და ერთი პირის დაჭრის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცი სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ძმაა.
გუშინ, 9 თებერვალს რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე 4 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.
შსს-მ თავდამსხმელი, 1988 წელს დაბადებული კაცი იმავე დღეს დააკავა.