ზურაბიშვილი: დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია გავიდეთ რუსთაველზე და დავდგეთ ერთად

დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია რომ გავიდეთ რუსთაველზე და გავიდეთ ყველანი ერთად, დავდგეთ რუსთაველზე იმიტომ, რომ რუსთაველი დღეს არის დასაცავი. პროტესტი, რომელიც გრძელდებოდა 300 დღეზე მეტი და სადაც ჩვენ ვიცავდით კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს და კონსტიტუციის სწორედ იმ მუხლს, რომელიც ამ ევროპულ მომავალს ასახავს, ჩვენ არ გადავალთ არცერთ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე - ვერ მოგვატყუებენ, ვერ გადაგვიყვანენ სხვა რეჟიმში. ჩვენ ვართ მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც დარჩება ამ ქვეყნის ისტორიაში და ჩვენ დღეს უნდა დავიცვათ რუსთაველი.

რუსთაველი არის გარანტია იმის, რომ ეს რეჟიმი ბოლოს ჩამოიშლება. რუსთაველია გარანტია იმის, რომ ამ რეჟიმის იზოლაცია გარედან გაგრძელდება. რუსთაველია გარანტია იმის, რომ ჩვენ ერთმანეთის გვჯერა და ერთმანეთთან ვართ სოლიდარული და რუსთაველი არის იმის გარანტია, რომ ხვალინდელი მომავალი არის ჩვენი და არ დავთმობთ. [...] დღეს არის დაცვის დღე და მე ყველას მოგიწოდებთ, რომ ამ საღამოს ერთად ვიდგეთ და გავაგრძელოთ, რამდენიც საჭირო იქნება და ბოლომდე ეს მშვიდობიანი პროტესტი.

თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. ფ