
კლინიკაში გარდაიცვალა 19 წლის მარიამ რობაქიძე, რომელიც ლოტკინის დასახლებაში მომხდარი აფეთქებისას დაშავდა, - ინფორმაციას "ლელოს" წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი ავრცელებს.
ლოტკინის დასახლებაში ძლიერი აფეთქება 24 სექტემბერს ღამით მოხდა და ის, სვარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავებული დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული
"ორი დღე ვიძახით, რომ არის გაზის სუნი. პატრონი ამ ქვეყანას არ ჰყავს. პატრული ისე წავიდა, რომ არაფერი გააკეთეს და შემდეგ მოხდა ეს", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.