რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე სროლა იყო, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
უწყების ცნობით, დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ განახორციელა. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა.
"სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი. დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება", - წერია შსს-ს განცხადებაში.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.