რუსეთში, ქალაქ ოდინცოვოში მდებარე საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

რუსეთში, ქალაქ ოდინცოვოში მდებარე საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ქალაქ ოდინცოვოში მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ რაიონში, გვიან ღამით, 2 დრონი ჩამოაგდეს.

რუსული გამოცემა TASS-ის ცნობით, ხანძარი 2 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა გავრცელებული. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.

ქალაქი ოდინცოვო მოსკოვიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.