რუსეთში, კამჩატკაზე M8-ის ვერტმფრენი გაქრა, რომლის ბორტზე 22 ადამიანი იყო.
როგორც გამოცემა ინტერფაქსი საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს, ვერტმფრენი მიჰყვებოდა მარშრუტს ვაჩკაჟეცის ვულკანი - ნიკოლაევკას სოფელი. ვერტმფრენი დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას არ დაეშვა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის სამი წევრი იყო. თუმცა მოგვიანებით, დაზუსტდა, რომ ვერტმფრენში 22 ადამიანი იმყოფება, მათგან სამი ეკიპაჟის წევრია.
დაკარგული ვერტმფრენის მოსაძებნად სხვა ვერტმფრენი გაუშვეს.