![ჰიპერი: დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმა [EU-ის] ელჩზე](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/25b53f84-3b3c-4c86-98ea-5d5b5cf362e3.jpg)
10 აპრილს, საღამოს რუსეთმა ჟიტომირისა და დნეპრის რეგიონს დრონებით შეუტია.
მრავალსართულიან კორპუსზე დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ვიტალი ბუნეჩკოს თქმით, შემთხვევის ადგილზე მაშველები და საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.
რუსეთის მხრიდან დნეპრზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 42 წლის მამაკაცი დაიღუპა. ბოლო ინფორმაციით, 8 ადამიანია დაშავებული.
დაშავებულებიდან სამი ამბულატორიულ მკურნალობას გადის, დანარჩენი ჰოსპიტალიზებულია.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, დარტყმის ადგილზე დიდი ხანძარი გაჩნდა.