12 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში განახორციელა, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის გოგო.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის თქმით, დაშავებულებს შორის არიან 55 და 22 წლის ქალები. ორმა დაშავებულმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა, მოზარდს კი დახმარება კლინიკაში აღმოუჩინეს და სახლში გაუშვეს.
მხოლოდ ერთ დღეში, ფედოროვის თქმით, რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს რეგიონის 11 დასახლებულ პუნქტზე 425 დარტყმა განახორციელეს, მათ შორის რვა საჰაერო.
ადმინისტრაციამ საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურის დანგრევის შესახებ 30 შეტყობინება მიიღო.