რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე, დაიღუპა, სულ მცირე, 20 ადამიანი

რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე, დაიღუპა, სულ მცირე, 20 ადამიანი

უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსეთმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ქალაქ სუმზე, რის შედეგადაც მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არტემ კობზარი ავრცელებს.

კობზარის თქმით, დაღუპულთა დიდი ნაწილი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეტევისას გამოყენებული იყო ორი ბალისტიკური რაკეტა.

ინციდენტს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც. მისი თქმით, სუმში განხორციელებულმა თავდასხმამ ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მრავალი დაშავდა.