რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაიჭრა ერთი ადამიანი

რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაიჭრა ერთი ადამიანი

რუსმა სამხედროებმა, უკრაინაში ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 1, ხოლო დაიჭრა 8 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ოლეჰ სინიეჰუბოვი, ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ავრცელებს.

ცნობილია, რომ დაშავებულთა შორის ერთ-ერთი რვა თვის ბავშვია.

სინიეჰუბოვის თქმით, ხარკოვზე მართვადი საჰაერო ბომბის დარტყმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სამოქალაქო არასაცხოვრებელ შენობაში, რის შედეგადაც განადგურდა ფოსტა და შვიდი სატვირთო მანქანა.