
რუსეთმა ხარკივზე საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაშავებულთა რაოდენობა, ამ დროისთვის, 41 ადამიანს შეადგენს.
ინფორმაციას ამის შესახებ ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეჰ სინიეხუბოვი ავრცელებს.
"ხარკივი აგრძელებს შევჩენკოვის რაიონზე მტრის მიერ ორი მართვადი საჰაერო ბომბით განხორციელებული დარტყმების შედეგად მიღებული ზიანის აღმოფხვრას", - წერს სინიეხუბოვი სოციალურ ქსელში.
ცნობილია, რომ დაშავებულთაგან 6 არასრულწლოვანია.
გარდა ამისა, შეტევის შედეგად დაზიანდა შენობები და მანქანები.