რუსეთმა ხარკივზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი

რუსეთმა ხარკივზე კიდევ ერთი იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი

რუსეთმა ხარკივზე კიდევ ერთი, 24 საათში მეორე იერიში მიიტანა.

რუსეთი უკრაინის ქალაქს დრონებით, მართვადი ავიაბომბებითა და რაკეტებით დაესხა თავს. შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 60-ზე მეტი.

"სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ხარკივზე ამჟამად ყველაზე ძლიერი შეტევა მიმდინარეობს", - ამბობს ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი.

ხარკივზე დღეს მომხდარი პირველი თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა - მათ შორის 2 ბავშვი.