რუსეთმა ხარკივზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა

რუსეთმა ხარკივზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 7 ივნისს ხარკივზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. ოკუპანტებმა ხარკივი კამიკაძე-დრონებით, მართვადი ავიაბომბებითა და რაკეტებით დაბომბეს.

ხარკივის მერის იგორ ტერეხოვის თანახმად, თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა - მათ შორის 2 ბავშვი.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსებმა თავდასხმის დროს 53 ერთეული SHAHED-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, 4 მართვადი ავიაბომბი და 1 რაკეტა გამოიყენეს.

იერიშის შედეგად ხანძარი გაუჩნდა კორპუსს. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს ქალი, რომელსაც სამედიცინო დახმარება უტარდება.

მერის თანახმად, "პირველადი ინფორმაციით, ხარკივზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად 18 მრავალსართულიანი კორპუსი და 13 კერძო სახლი დაზიანდა".

ის ამ თავდასხმას "ღია ტერორს" უწოდებს.