WSJ: ტრამპმა ევროპელებს უთხრა, რომ აშშ ღიაა უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიებისთვის

WSJ: ტრამპმა ევროპელებს უთხრა, რომ აშშ ღიაა უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიებისთვის

The Wall Street Journal-ის თანახმად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ღიაა უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესათავაზებლად, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა მის პოზიციაში ომის დასრულებაში აშშ-ის როლის მიმართ.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც დონალდ ტრამპს ალასკაში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპმა მათ უთხრა, რომ ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს, რომ კიევმა დათმოს კონტროლი ლუგანსკისა და დონეცკის მთელ ოლქებზე.

ოთხი ოფიციალური პირის თანახმად, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი დაეთანხმა იმას, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნას უნდა მოიცავდეს, რათა მისი გამძლეობა იყოს უზრუნველყოფილი.

ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ სამიტის შემდეგ ევროპელებისთვის განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა მათ გადასცა, რომ ვლადიმერ პუტინს ბრძოლის გაგრძელება სურდა.

***

ალასკაში გამართული აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სამიტი მეგობრული განცხადებებით, მაგრამ მნიშვნელოვანი გარღვევის გარეშე დასრულდა.

მოლაპარაკებების შემდეგ ორივე ლიდერმა შეხვედრა „პროდუქტიულად“ შეაფასა, თუმცა არცერთი მათგანი არ მიუთითებდა რაიმეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე, მით უმეტეს - ფართო სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. „არ გვაქვს შეთანხმება, სანამ არ იქნება შეთანხმება... იქამდე ვერ მივედით,“ - განაცხადა ტრამპმა.

პუტინმა შეხვედრას „კონსტრუქციული და ბიზნესური“ უწოდა, აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულებისთვის საჭიროა მისი „ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა“ და თქვა, რომ უკრაინამ და ევროპამ არ უნდა „ჩაშალონ“ მოლაპარაკებები.

სამიტის დასრულებისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მალე დაუკავშირდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს. პუტინმა კი მომავალ შეხვედრაზე მიანიშნა, სიტყვებით - „შემდეგში მოსკოვში“.

შეხვედრა მოსალოდნელზე მოკლე იყო და ჟურნალისტების შეკითხვების გარეშე დასრულდა. მიუხედავად პოზიტიური ტონისა, უკრაინაში ომის მომავალი კვლავ ბუნდოვანი რჩება.