რუსეთმა ხარკივზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები

რუსეთმა ხარკივზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები

რუსეთი უკრაინის ქალაქ ხარკივს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა, რის შედეგადაც სამი მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია Ukrainska Pravda-მ ხარკივის სამხედრო უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.

"რუსულმა არმიამ, სულ მცირე, შვიდჯერ დაარტყა ხარკივს. თავშესაფრებში დარჩით", - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

ხარკივის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა.