24 ივლისს რუსეთმა ხარკივი ორჯერ დაბომბა. ქალაქის მერის, იგორი ტერეხოვის ინფორმაციით, არის მსხვერპლი.
პირველი დარტყმა ინდუსტრიულ სექტორზე განხორციელდა, ხოლო მეორე - კერძო სექტორზე. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ცნობილია ერთი დაღუპულის შესახებ.
გარდა ამისა, დილით დარტყმის ქვეშ მოყვა მალოდანილოვსკაიას თემის სოფელი ლესნოე. დრონის თავდასხმის შედეგად თავლას ცეცხლი გაუჩნდა. დაჭრილია 41 და 18 წლის ორი კაცი.